იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავა. ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალბატონს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორი: 2 ავტომატი, 3 პისტოლეტი, 6 მჭიდი, მაყუჩი და 41 ვაზნა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.