აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა - Palitra News

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

2026-08-09 14:26:29+04:00

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში ის კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია რომ დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელიც კომპანიების მრავალეროვან ქსელს უდგას სათავეში. მათივე ცნობით კაივანპური, საქართველოში დაფუძნებული კომპანია „შპს შელბით“-ის მეშვეობით „შელბიტ იქსჩეინჯს“-ს მართავს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილმა ციფრული ვალუტის მისამართებმა Shelbit Exchange-ის ციფრული ვალუტის მისამართზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნეს.