აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება. მათი განცხადებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს. სებ-ი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამასთან, სებ-ის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.