თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო - Palitra News

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

2026-08-09 17:21:08+04:00

თბილისის ზღვაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.