შეერთებულ შტატებთან ამჟამად მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. დიახ, შეტყობინებები შუამავლების მეშვეობით იცვლება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს არის არა მოლაპარაკება, არამედ შეტყობინებების გაცვლა.
„შუამავლები კვლავ ცდილობენ მოლაპარაკებების ხელახლა ჩასატარებლად საფუძვლის შექმნას. ჩვენი აზრით, სანამ ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევები არ შეწყდება და ამერიკა არ აანაზღაურებს მემორანდუმის დარღვევით მიყენებულ ზიანს, მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა არ არსებობს“, - აღნიშნა არაღჩიმ.