უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - Palitra News

უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

2026-08-09 17:36:41+04:00

უკრაინის ელჩი ოლესია ილაშჩუკი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, გაზსადენ „ტრანსბალკანეთის“ საკომპრესორო სადგურთან ახლოს დრონი აფეთქდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთის ტერიტორიიდან შევიდა. თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონი-სატყუარა „მაია“ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ თუ უპილოტო საფრენი აპარატი მართლაც უკრაინულია, ის ბულგარეთში უკრაინული მხარის განზრახ ქმედების შედეგად არ მოხვედრილა. მათი მტკიცებით, კიევი მზად არის სოფიასთან თანამშრომლობისთვის, რათა მომხდარის ყველა დეტალი გაირკვეს.