ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

2026-08-09 17:38:17+04:00

ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა . დაშავდა 25 ადამიანი. დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი ორ საცხოვრებელ კორპუსშიც გაჩნდა, რომლებიც სწრაფად ჩააქრეს. ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაახლოებით ოცდაათი შენობა, სამი სოციალური და ექვსი კომერციული ობიექტი და ოცდაათზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.