კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან . სტიქიის გამო რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია. ტყის ხანძრებმა დაახლოებით 5 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. სტიქიის ზონაში 1 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. წელს კანადაში ხანძრებმა 3.9 მილიონი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ხანძრის გაჩენას, როგორც წესი, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა და გვალვა იწვევს.