"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა და დასაქმების მიმართულებით არსებული სტატისტიკა შეისწავლა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებითვე, დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით, ვითარება მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო მძიმეა.