ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს - Palitra News

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს

2026-08-10 12:41:46+04:00

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორია და „ქუთაისის მუხნარი“, სადაც „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხისა და ძელქვას სახეობები გვხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებისა და დაბინძურების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.