ირანი ვერ ხედავს შეშფოთების მიზეზს, რომ პაკისტანს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ახალი უსაფრთხოების პაქტი თეირანის წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.მისი თქმით, პაქტმა აჩვენა უსაფრთხოებისადმი რეგიონული ქვეყნების მიდგომის ცვლილება, რომლებიც სულ უფრო მეტად ეყრდნობიან საკუთარ შესაძლებლობებს, ვიდრე გარე ძალებს.„ნებისმიერ გეგმას, რომელიც რეგიონის გეოპოლიტიკურ და ისტორიულ რეალობას ეფუძნება, ყოვლისმომცველი და ინკლუზიურია და სწორად განსაზღვრავს მტერს და საფრთხეს, აქვს შანსი, ხელი შეუწყოს უსაფრთხოების განმტკიცებას და თავიდან აიცილოს არასტაბილურობა და ძალადობა სიონისტური მტრისა და მისი მოკავშირეების მხრიდან“, - აღნიშნა ბაღაიმ.შეგახსენებთ, პაკისტანმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა მექაში ხელი მოაწერეს ურთიერთთავდაცვის პაქტს. შეთანხმების თანახმად, ამ ქვეყნებიდან რომელიმეზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება.