თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.