თბილისის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - Palitra News

თბილისის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

2026-08-10 15:55:36+04:00

თბილისის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე გამზირზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელებზე.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.