2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებები კვლავ განხილვის მთავარი თემაა - Palitra News

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებები კვლავ განხილვის მთავარი თემაა

2026-08-10 15:59:49+04:00

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებები კვლავ განხილვის მთავარი თემაა. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს განვითარებული მოვლენები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი იყო. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ გამოძიება ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებითაც უნდა დაიწყოს, რადგან, მათი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ომის დაწყებაში პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისრა. ამ ფონზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ სააკაშვილს კი არა, მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.