გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება - რას ამბობენ ვეტერანები - Palitra News

გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება - რას ამბობენ ვეტერანები

2026-08-10 16:00:46+04:00

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. პროკურატურაში გამოკითხვაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, კობა ლიკლიკაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის თანამშრომელი იყო.

ლიკლიკაძე აცხადებს, რომ გია ბარამიძის ეს განცხადება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებაზე შეფასებები იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ მისმა განცხადებამ ქვეყანა დააზიანა - მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბარამიძის ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყება უსაფუძვლოა.