კოლუმბიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა - Palitra News

კოლუმბიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

2026-08-10 19:06:13+04:00

კოლუმბიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა Espectado-ს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ქალაქ მანისალესის მერის ხორხე ედუარდო როხასის განცხადებით, ქალაქში 2 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა.

ასევე, მიწისძვრის შედეგად ქალაქ კალიში 20-მდე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის (SGC) განახლებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.