ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი პროკურატურას მიკერძოებაში ადანაშაულებს - ბრალდების მხარე რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლობას ითხოვს - Palitra News

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი პროკურატურას მიკერძოებაში ადანაშაულებს - ბრალდების მხარე რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლობას ითხოვს

2026-08-10 21:03:31+04:00

ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქმეში ბიზნესინტერესებთან დაკავშირებული კონფლიქტი არ იკვეთება. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდება მიკერძოებულია და მათი მიზანი ობიექტურობის დადგენა არ არის. პროკურატურა კი სასამართლოსგან ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნით მიმართავს.