გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება - როგორია პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება - როგორია პოლიტიკური შეფასებები

2026-08-10 21:04:31+04:00

უკვე რამდენიმე დღეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები მიმდინარეობს. უწყების კითხვებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ და აფხაზეთის ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ უპასუხეს. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბარამიძის განცხადებამ ქვეყანა დააზიანა - მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებაზე გამოძიების დაწყება უსაფუძვლოა.