საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა 5 წლიანი ჩარჩო-შეთანხმება, საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების თანამშრომლობა და ასევესაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება.