ახალქალაქში რეკრუტებმა 8-კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს - Palitra News

ახალქალაქში რეკრუტებმა 8-კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს

2026-08-10 21:06:56+04:00

ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო. სწავლება 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში რეკრუტები დეტალურად შეისწავლიან საერთო საჯარისო წესდებებს და აითვისებენ სამხედრო საქმისთვის აუცილებელ ისეთ საბაზისო დისციპლინებს, როგორიცაა: კავშირგაბმულობა, ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო მომზადება. 8-კვირიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამსახურს განაგრძობენ.