საქსტატი - II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტების გასვლები 3.6%-ით გაიზარდა - Palitra News

საქსტატი - II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტების გასვლები 3.6%-ით გაიზარდა

2026-08-10 21:09:57+04:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების დაახლოებით 741 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.0% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში.