ევროკავშირმა, კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, სამაშველო და დახმარების ოპერაციების მხარდასაჭერად ჩვენი სატელიტური პროგრამა, „კოპერნიკუსი“ აამოქმედა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო კოლუმბიელ კოლეგას, ომარ ბულა ესკობარს ღრმა მწუხარება და სამძიმარი გადასცა.
„უზრუნველვყოფთ დაფინანსებას რეაგირების მხარდასაჭერად, მათ შორის წითელი ჯვრის მეშვეობით. ჩვენ ასევე გავააქტიურეთ ევროკავშირის კრიზისული საკონსულო დახმარების მექანიზმი, რათა დავეხმაროთ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში აღმოჩნდნენ“, - აცხადებს კალასი.
ცნობისთვის, კოლუმბიაში გუშინ მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა და 570 დაშავდა. მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტერიტორიაზე ჯარისკაცები განათავსა. ეპიცენტრი კოლუმბიის დასავლეთით, სან ხოსე დელ პალმარში, მდებარეობდა.