2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა - Palitra News

2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

2026-08-11 12:30:28+04:00

2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. დღეს, ტრადიციულად, შინდისში, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, ახლობლები, თანამებრძოლები და ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებისას, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.