გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის საქმეზე გამოკითხვები დღეს განახლდება - რა ეტაპზეა სამართალწარმოება - Palitra News

გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის საქმეზე გამოკითხვები დღეს განახლდება - რა ეტაპზეა სამართალწარმოება

2026-08-11 12:31:11+04:00

გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის საქმეზე გამოკითხვები დღეს განახლდება. საგამოძიებო უწყებაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ელოდებიან. პროკურატურის კითხვებს სამხედროები - გიორგი მათიაშვილი; გია სადღობელაშვილი, ლევან გოგოლაური, კოტე ოქრაძე და გოჩა შალამბერიძე უპასუხებენ. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომელიც მან აფხაზეთის ომთან დაკავშირებით გააკეთა. ბარამიძემ თქვა რომ ფხაზეთში ომის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ, არამედ ხვრეტდნენ. ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ამბობენ რომ ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითია.