აღდგება თუ არა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა - Palitra News

აღდგება თუ არა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა

2026-08-11 12:35:53+04:00

აღდგება თუ არა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა - კითხვა რომელიც დღის წესრიგში უკვე რამდენიმე თვეა დგას, კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამერიკის მხრიდან საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკოკომპანიის დასანქცირების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ საქართველო ირანის ისლამური რესპუბლიკის ფარულად მხარდამჭერად იქცა. მათი განცახდებით ვიდრე ეს გავლენები არ აღმოიფხვრება, ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯოესების შანსი მინიმალურია. აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს. საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს.