შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, სომხეთის, ჩინეთის, კენიის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.