კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა

2026-08-11 12:37:13+04:00

კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა და 570 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ. მხოლოდ ქალაქ პერეირაში 60 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრის შედეგად 86 შენობა ჩამოინგრა და შვიდმა აეროპორტმა ფუნქციონირება შეაჩერა. ჩამონგრეულ შენობებს შორისაა კალიში მდებარე საავადმყოფოს პედიატრიული და ახალშობილთა განყოფილებები. მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტერიტორიაზე ჯარისკაცები განათავსა. ეპიცენტრი კოლუმბიის დასავლეთით, სან ხოსე დელ პალმარში, მდებარეობდა. ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქშიც.