მლეთაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა - Palitra News

მლეთაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა

2026-08-11 15:51:55+04:00

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გვიან ღამით, მლეთაში სამძებრო სამუშაოების ადგილას იმყოფებოდა. როგორც სამართალდამცავებმა ადგილზე შეკრებილებს, მათ შორის დედას განუმარტეს, სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოების დროს მათ შორის ხდება სკანერის გამოიყენება. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ