გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის საქმეზე გამოკითხვები განახლდა. საგამოძიებო უწყებაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ელოდებიან. პროკურატურის კითხვებს სამხედროები - გიორგი მათიაშვილი; გია სადღობელაშვილი, ლევან გოგოლაური, კოტე ოქრაძე და გოჩა შალამბერიძე უპასუხებენ. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომელიც მან აფხაზეთის ომთან დაკავშირებით გააკეთა. ბარამიძემ თქვა რომ ფხაზეთში ომის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ, არამედ ხვრეტდნენ. ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ამბობენ რომ ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითია.