2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. დღეს, ტრადიციულად, შინდისში, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, თანამებრძოლებმა და ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებისას, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.