კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს - Palitra News

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს

2026-08-11 17:17:17+04:00

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს , - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

კოლუმბიის ხელისუფლების ცნობით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 224 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 668 ადამიანი დაშავდა და 165 შენობა ჩამოინგრა.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.