„ტრიკაფტა“ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი - Palitra News

„ტრიკაფტა“ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი

2026-08-11 20:03:18+04:00

ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის. შესაბამისი ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია. ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. მედიკამენტის გამოყენების შედეგად, არსებითად მცირდება ინფექციური გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ფილტვის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა. „ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელ მედიკამენტების ნუსხაში შევიდა. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა და მათ „ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.