უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 10-11 აგვისტოს ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა განახორციელეს.
შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, იერიშის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.