ირაკლი კუპრაძე - ალეკო ელისაშვილის საქმეში ტერორიზმის ბრალდება არ დასტურდება - Palitra News

ირაკლი კუპრაძე - ალეკო ელისაშვილის საქმეში ტერორიზმის ბრალდება არ დასტურდება

2026-08-11 20:05:09+04:00

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის საქმეში ტერორიზმის ბრალდება არ დასტურდება და ის ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდას ემსახურება. კუპრაძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.