სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ცოტნე მირცხულავა და ნიკა მელიას დაცვის თანამშრომელი, გაბრიელ კობაიძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით. 3 000-3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საქმე ეხება 2024 წლის 11 აგვისტოს, ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეს, რომლის გამოძიება პროკურატურამ 2 წლის შემდეგ განაახლა. ბრალი წარედგინა მელიაზე თავდამსხმელ სულხან-საბა ნიკოლეიშვილს, ასევე მელიას გარემოცვის ორ წევრს, რომლებმაც პროკურატურის ვერსიით, თავდასხმის შემდეგ იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილზე.