კოლუმბიაში მიწისძვრას სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

კოლუმბიაში მიწისძვრას სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა

2026-08-11 20:09:59+04:00

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. კოლუმბიის ხელისუფლების ცნობით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 224 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 668 ადამიანი დაშავდა და 165 შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას აგრძელებენ. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.