2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ქართული ოცნების წევრების თქმით, შინდისის გმირებმა ყველას დაანახეს, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებისას, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.