ლომისობის დღესასწაულზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. დაკარგული ბიჭის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, ადგილზე სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია, თუმცა პროცესი უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო დროებით შეჩერდა. დაკარგული მოზარდის დედის ინფორმაციით, ამინდის პირობების მიხედვით, საგამოძიებო ჯგუფი მუშაობას ხვალ განაგრძობს. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.