სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა - Palitra News

სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

2026-08-11 20:18:52+04:00

სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. უცხოური გამოცემების ცნობით, სასამართლოს წინაშე წარსდგა ასადის ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბი, რომელსაც დარაას პროვინციაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ნაჯიბი 2011 წლის შემდეგ დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი უმცროს ძმასთან ერთად რუსეთში გაიქცა.