მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მისი ყოფნა ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი მთავარი ამოცანა ახალ პოზიციაზე მენეჯმენტის გამართვა და პროცესების დახვეწაა. მისივე თქმით, წინა სახელმწიფო თანამდებობაზე დაკისრებული მისია შეასრულა და სამუშაო ამ მიმართულებით ამოწურა.მამუკა მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას სექტემბრიდან დაიკავებს. მანამდე იგი რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.