გია ბარამიძის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება - Palitra News

გია ბარამიძის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

2026-08-11 20:20:50+04:00

გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს გენერალურ პროკურატურაში აფხაზეთის ომის ვეტერანები და სამხედროები დაიკითხნენ. ლევან გოგოლაურის განცხადებით, ბარამიძე მოწმის სახითაც უნდა დაიკითხოს, რადგან, მისი თქმით, თუ პოლიტიკოსი თავად ამტკიცებს, რომ ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, გამოძიებას კონკრეტული ფაქტებისა და პირების შესახებ კითხვები უნდა ჰქონდეს. ბარამიძის განცხადებებს მძიმე შეფასებები მოჰყვა კიდევ ერთი ვეტერანის, ზურაბ შამუგიასთან. შამუგიას განცხადებით, ბარამიძის სიტყვებმა დაღუპული სამხედროებისა და ვეტერანების შეურაცხყოფა გამოიწვია. თავად გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია მიმდინარეობს და მისი განცხადებების სამართლებრივი შეფასება აბსურდულია.