აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული პოზიციის გასაძლიერებლად - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული პოზიციის გასაძლიერებლად

2026-08-12 10:25:20+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ალისონ ჰუკერმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელნურ მამედოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანს უმასპინძლა. ინფორმაციას ჰუკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული მშვიდობის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

„მოუთმენლად ველი ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად, ამავდროულად, ამ მნიშვნელოვან რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების მიზნით“, - აცხადებს ჰუკერი.