2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებები კვლავ განხილვის მთავარი თემაა - Palitra News

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებები კვლავ განხილვის მთავარი თემაა

2026-08-12 12:30:10+04:00

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებები კვლავ განხილვის მთავარი თემაა. ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი 8 აგვისტოს დაიწყო, როდესაც რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში შემოიჭრა. ქართული ოცნება პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილმა დაბომბვები საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა და ეს მთელს მსოფლიოს აჩვენა. მორიგ განცხადებას ავრცელებს შალვა პაპუაშვილიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა „უმძიმეს სამხედრო ავანტიურაში“ შეიყვანა, ბრძოლის ველზე მარცხი განიცადა და ომის დასრულებისასაც ვერ შეძლო ქვეყნის ინტერესების დაცვა.