თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ საზღვარგარეთიდან ახალი პროპაგანდისტული კამპანია მიმდინარეობს. მისი თქმით, კამპანიის მიზანია ქვეყნისა და მისი ინტერესებისთვის ზიანის მიყენება. კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში, ვრცელდება ცნობები, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებენ ან რესტორნებში მათ მიერ შეკვეთილ საკვებს განზრახ აფუჭებენ. მისივე თქმით, საქართველო და თბილისი ნებისმიერი ეროვნების ტურისტისთვის უსაფრთხო მიმართულებებია და ქართველებისთვის სტუმარი განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია.