გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს

2026-08-12 12:34:55+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს. ფაქტი სოფელ ახალ აბასთუმანში არსებულ ტბორზე დაფიქსირდა, სადაც მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.