უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზის წინააღმდეგ, შავ ზღვაში რუსული ფლოტის უკანასკნელ მთავარ საყრდენზე, უნიკალური ოპერაცია განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
მისი თქმით, ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტით დაშორებულ ობიექტზე, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის უკანასკნელი მთავარი საყრდენია, იერიში „პალიანიცას“ ტიპის რეაქტიული დრონებით, „ნეპტუნის“ რაკეტებითა და საზღვაო უპილოტო აპარატებით მიიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დადასტურებულია დარტყმები საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე, ნავსადგომებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე.
„მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სამსახურისა და სადაზვერვო უწყებების მებრძოლებს მათი სიზუსტისა და ეფექტური შედეგისთვის. საოკუპაციო ფლოტი და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა არ იქნება უსაფრთხოდ, სანამ რუსული აგრესია გრძელდება’’ - წერს ზელენსკი X-ზე.