რა წერია ევროკავშირის ანაგრიშში და როგორ ეხმაურებიან მას საქართველოში - Palitra News

რა წერია ევროკავშირის ანაგრიშში და როგორ ეხმაურებიან მას საქართველოში

2026-08-12 15:29:20+04:00

ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის კურსის გაგრძელების გამო, 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა. მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ხელისუფლებას მუდმივად მოუწოდებდა დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებისა და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებისკენ.