ადვოკატი - ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - Palitra News

ადვოკატი - ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად

2026-08-12 19:19:24+04:00

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამის განცხადებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად“, - წერს „ფეისბუქზე“ ტარიელ კაკაბაძე.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.