პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა - Palitra News

პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

2026-08-12 19:47:30+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კობახიძე ზაუტაშვილს დღეს, ვიცე-პრემიერთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

“მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ლევან ზაუტაშვილი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.