ირაკლი კობახიძე - საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ქვეყნის გარედან კოორდინირებული პროცესია - Palitra News

ირაკლი კობახიძე - საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ქვეყნის გარედან კოორდინირებული პროცესია

2026-08-12 20:01:24+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნურად მართული პროცესია, რომელიც ქვეყნის გარედან კოორდინირდება. კობახიძის თქმით, აღნიშნული პროცესის მიზანი ერებს შორის დაპირისპირების გამწვავება, ეკონომიკური ურთიერთობების დაზიანება და ვითარების ესკალაციაა. კობახიძის თქმით, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოში რუსოფობიური კამპანიის გაღვივებას უკავშირდება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია.